შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში
მიზანი
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრი „თანადგომა“,ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „შშმ ქალთა ეროვნულ ქსელი“ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „აგატე“ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“, პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევა და მათ შეცვლა ინდივიდუალურ და საზოგადოების დონეზე ქცევის ცვლილების გზით.
პროექტის მიზანია-აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ამოცანებია:
- ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ბარიერებისა და მხარდამჭერი ფაქტორების შესახებ.
- სომხეთსა და საქართველოში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პირველი ამოცანის ფარგლებში პროექტის მონაწილე 5-ივე ქვეყანაში დაგეგმილია ჯგუფური ფოკუსირებული დისკუსიების ორგანიზება ქალთა უფლებებისა და შშმ ქალთა უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დისკუსიის მიზანია - შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის ბარიერების, მხარდამჭერი ფაქტორებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შშმ ქალთა მოწყვლადობის განმაპირობებლი გარემოებების გამოვლენა და პრობლემების გადაჭრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. დისკუსიის შედეგად მიღებული ინფორმაცია გაზიარებული იქნება გადაწყეტილების მიმღები პირებისათვის, როგორც ეროვნულ ისე რეგიონულ დონეზე, პროექტის მონაწილე ორგანიზაციების ქვეყნებში.
მეორე ამოცანის ფარგლებში შშმ ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის გაიმართება კონკურსი ინოვაციური იდეების შემცველი პროექტების განხორციელების მიზნით, შშმ ქალთა საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ადვოკაციისა და გაუმჯობესებული შესაძლებლობების მიმართულებით.
პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება საბოლოო შეხვედრა პროექტში ჩართული ქვეყნების ექსპერტთა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრის მიზანია: პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან როგორც სამოქალაქო, ისე სახელმიფწო (თუ სამთავრობო?) უწყებების წარმომადგენლები.