3.1. წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად ქსელი:
3.1.1. ეწევა საგანმანათლებლო - შემეცნებით საქმიანობას შშმ ქალებისა და გოგოების სპეციფიკით გათვალისწინებულ საჭიროებებზე მათი თანაბარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ცოდნის ასამაღლებლად;
3.1.2. ქმნის შშმ ქალთა გაძლიერების და საკონსულტაციო მომსახურების ცენტრებს (ბიუროებს) და უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობას. ხელს უწყობს შშმ პირთა/ქალთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას;
3.1.3. ეწევა შშმ პირთა/ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და ყოფის გაუმჯობესებაზე მიმართული სახელმწიფო და სხვა პროგრამების შეფასებასა და მონიტორინგს. ქსელის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში;
3.1.4. ეწევა შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების, მათი „დამოუკიდებელი ცხოვრების“, ეროვნულ, მუნიციპალურ და უწყებრივ დონეებზე კონსულტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს სფეროში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას;
3.1.5. მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკითხებზე, ასევე შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქტიული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობისაკენ მიმართულ საკითხებზე;
3.1.6. ხელს უწყობს შშმ ქალებისა და გოგოების საარჩევნო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პოლიტიკურ მონაწილეობას, ასევე მონაწილეობს სამშვიდობო პოლიტიკის მშენებლობის პროცესებში;
3.1.7.ადგენს ანგარიშებს, შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს, კვლევით ნაშრომებსა და რეკომენდაციებს და ექსპერტიზას/ანალიზს უწევს კანონპროექტებს და სახელმწიფო პრგრამებს შშმ პირთა/ქალთა უფლებრივ სფეროში . მართავს სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და დისკუსიებს. ასევე, ატარებს ტრენინგებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
3.1.8. ზრუნავს შშმ პირთა/ქალთა საკითხებზე არსებული თანამედროვე ლიტერატურით, აუდიო და ვიდეო მასალებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის შექმნასა და განვითარებაზე. ეწევა საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
3.1.9. თანამშრომლობს სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
3.1.10. შესაძლოა ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
3.1.11. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.