GE

Projects

en_შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში

Status: Ongoing
Donor: ევროკავშირი

Goal

პროექტი ხორციელდება პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

პარტნიორული პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" (საქართველო), შშმ ქალთა ეროვნული ქსელი (საქართველო), "აგატე" (სომხეთი), "განჯის შშმ ქალთა და ბავშვთა ცენტრი" (აზერბაიჯანი), "ბელაპდიმი" (ბელარუსი) და შშმ ქალთა ასოციაცია (მოლდოვა).

 

პროექტი მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევას და მათ მოგვარებას ინდივიდუალურ და საზოგადოების დონეზე ქცევის ცვლილების გზით.

 

პროექტის ამოცანებია:

  1. ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ბარიერებისა და მხარდამჭერი ფაქტორების შესახებ.
  2. საქართველოსა და სომხეთში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: იმერეთის და გურიის რეგიონები.