ქალი და რეალობა აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით:
- 2014 მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, აჭარისა და გურიის რეგიონის ქალ კანდიდატებთან.
მსჯელობის თემა: საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხების ინტეგრირება.
- 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა (დღეისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი) დაგეგმა და განახორციელა შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატებთან.
მსჯელობის თემა: როგორ არის ასახული გენდერულ საკითხებზე შემუშავებულ პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჩართულობა და რამდენად არის გათვალისწინებული აღნიშნული სოციალური ჯგუფის ინტერესები პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში.
- 2021 წელს შედგა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ქალ კანდიდატებთან.
მსჯელობის თემა: სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და გოგონები. დისკუსიამ ხელი შეუწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირებას, როგორიცაა: კანდიდატების ხედვა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პერსპექტივით. ასევე, მოხდა თემის წარმომადგენლების თვითადვოკატირების პროცესების ხელშეწყობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვათა თანასწორად მათ სრულფასოვან ჩართვასთან დაკავშირებით.