ქალი და რეალობა 2012 წლიდან ეროვნულ დონეზე წარმატებულად ლობირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს:
- 2012–2013 წლებში ორგანიზაციის ინიცირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა რეპროდუქციული ჯანმრთელობის აუცილებელი ჩვევების სწავლება და სქესობრივი განათლება შესაბამისი ასაკის და საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის.
- 2013-2016 წლებში ქალი და რეალობა პრემიერმინისტრთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში წარმოადგენდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯგუფს და აქტიურად უწევდა ლობირებას ჯანდაცვის პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიური საკითხების გათვალისწინებას.
- 2017 წელს, ორგანიზაციის ინიცირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ იქნა შშმ პირთა ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ასაკის შესაბამის განათლებაზე.
- გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“, რადიო იმედი (2017)
მსჯელობის თემა: შესაძლებელია თუ არა გენდერული თანასწორობის მიღწევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის გარეშე? რამდენად ფლობენ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ინფორმაციას ამ მიმართულებით? არსებობს თუ არა შესაბამისი კვლევები?
- 2019 წლიდან ქალი და რეალობა არის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის წევრი და აქტიურად ლობირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების სხვათა თანასწორად განხორციელების საკითხებს.
- 2021 წლის 14 ივნისს - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს - მოეწყო მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები (გოგოები)"
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების განხორციელებისთვის ხელშემშლელ ბარიერებსა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსია თემის აქტივისტებთან, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან (საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და თბილისის საკრებულო) და პარტნიორებთან ადგილობრივი (საქართველოს ქალთა ფონდი) და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (გაეროს მოსახლეობის ფონდი).