ქალი და რეალობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში გენდერული პოლიტიკის საკითხების ინტეგრირებისთვის, აქტიურად უწყობს ხელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პოპულარიზაციას და მისი იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარებას.
- გადაცემა "ნუ იქნები ჩუმად", csdc-itv.ge (2014 წ)
მსჯელობის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებები და პრობლემები კონვენციის ძირითადი პრინციპების (თანასწორობა და არა დისკრიმინაციას) ჭრილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პერსპექტივით.
- გადაცემა "გენდერული ამბები - მე თვითონ მათქმევინეთ", რადიო თავისუფლება (2014 წ)
მსჯელობის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობა და მათი სურვილი თავიანთ პრობლემებზე თავადვე ილაპარაკონ. ვინ და როგორ შეძლებს დაიცვას მათი უფლებები?
- 2014 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა რესოციალიზაციისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, დაარსდა "ქალთა ინტეგრირებული კლუბი", რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები და ეწყობა დისკუსიები.
მსჯელობის თემა: ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) ჰარმონიზაციით, რეკომენდაციების მომზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის.
- 2019 წლიდან ქალი და რეალობა იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობებთან, როგორც ცენტრალურ (თბილისის საკრებულო და თბილისის მერია), ისე რეგიონულ დონეზე (იმერეთის, სამეგრელოს და აჭარის გენდერული თანასწორობის საბჭო).
მსჯელობის თემა: მდგრადი განვითარების მიზნებისა (მგმ) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ურთიერთკავშირი, გენდერული თანასწორობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, გენდერული პოლიტიკის სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხების ინტეგრირება.
- 2020 წელს ეწყობა კონსულტაციები საქართველოს მთავრობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებთან და თემის წარმომადგენლებთან.
მსჯელობის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) წინაშე არსებული ბარიერები და გამოწვევები, ასევე, ქალთა საკითხებზე მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხების ინტეგრირების პროცესების დაჩქარების ქმედითი მექანიზმების შემუშავება.