EN

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი დაფუძნდა 2019 წლის 23 სექტემბერს და წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალებისა და გოგონების უფლებადაცვით გაერთიანებას.

 

ქსელის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელების ხელშეწყობა.

 

აღნიშნულის მიღწევისთვის ქსელის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალებისა და გოგონების გენდერული  თანასწორობის, ქალთა მიმართ და  ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული  ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა  და გოგოების სექსუალური და  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განხორციელების ხელშეწყობა;
  3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა  და გოგოების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა.

ქსელი დაფუძნების დღიდან   ლობირებას უწევს ქალთა საკითხებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საკითხების ინტეგრირებას და  განხორციელებული აქვს არაერთი ხელშემწყობი ღონისძიება მათ შორის:

  • თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე;   
  • აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხებზე;
  • ჩართულია ადამიანის უფლებათა   საბჭოს მიერ პრიორიტეტების განსაზღვრისა და  გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებების კონვენციის საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში.

საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების საკითხების წინ წამოწევის, არსებული სტიგმისა და დამოკიდებულების ცვლილებებისთვის,  ქსელი  თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ქალთა ფონდი საქართველოში, გაეროს  ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა.