2.1. ქსელის მისიაა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელების ხელშეწყობა.
2.2. ქსელის მიზნებია:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების გაძლიერება სრული და ეფექტური ჩართულობისა და გენდერული თანასწორობისთვის;