საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 ივლისის №329 დადგენილებით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები შევიდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის 2025 წლის დადგენილებაში. ვინაიდან ინკლუზიური პოლიტიკისა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, საზოგადოების დროული ინფორმირება განხორციელებული პროგრამული სიახლეებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია გთავაზობთ დადგენილებით დამტკიცებულ ძირითად სიახლეებს:
📍 პროგრამების ბიუჯეტირება:
სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 39 400 000 ლარით. ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 85 100 000 ლარს. ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 14 800 000 ლარით. ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ბიუჯეტი კი 26 300 000 ლარია.
📍📍 დამხმარე საშუალებების ვაუჩერები:
ეტლებითა და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტებში ცვლილებები შეეხო ვაუჩერის გაცემის კრიტერიუმს. სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე ვაუჩერის გაცემისას, მათი სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს. ეს ქულა ფიქსირდება ზრუნვის სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის.
📍📍 ადმინისტრაციული ვადები:
ზრუნვის სააგენტო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებელს წერილობით ან ელექტრონულად აცნობოს 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ მოსარგებლე მითითებულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს ან მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულად ითვლება.
📍📍 პერსონალური ასისტენტის მომსახურება:
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 11 300 000 ლარს. ეს თანხა მუნიციპალიტეტს მიზნობრივი ტრანსფერის სახით გადაეცემა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
📍📍 ალტერნატიული საცხოვრისი შშმ პირთათვის:
შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრნენ სააგენტოს ფილიალების 18 წლის და უფროსი ასაკის მქონე მოსარგებლეები. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფში ასევე შედიან სხვა შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნულ მომსახურებას.
🔰 უფრო ვრცელი ინფორმაციისა და ქვეპროგრამების დეტალური სპეციფიკაციებისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი:
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა. 👉
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6746265?publication=2
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა - 2026 წელი