EN

პროექტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ადვოკატირება

სტატუსი: დასრულებული
დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

მიზანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციის გაძლიერების მხარდაჭერა, რათა მოხდეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობის განვითარებისა და ეროვნული განვითარების პროგრამებში მათი ჩართვის ხელშეწყობა.

პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, გურია და აჭარა.

შედეგი

  • გაზრდილია ორგანიზაციის ადამიანური რესურსი გაწვრთნილი და კვალიფიციური კადრით ადვოკატირებისა და მონიტორინგის პროცესების წარმოებისთვის  და   ეფექტური  კომუნიკაციის მეთოდების ხერხების გამოყენებით სოციალური მედია აქტივობების წარმოებისთვის;
  • შექმნილია ქალთა ინტეგრირებული კლუბი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალების (გოგონების) რესოციალიზაციისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის;
  • შემუშავებულია  ორგანიზაციის  განვითარების სტრატეგიული გეგმა (2014-2017 წწ),  განსაზღვრულია 2  სტრატეგიული მიზანი: ა) შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალების  გაძლიერება საკუთარი უფლებების დაცვისთვის; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალების (გოგონების) მხარდაჭერა, სხვათა თანასწორად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უფლების განხორციელებისთვის, მათ შორის, სექსუალური და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისთვის;
  • დაწყებულია შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  ქალების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების თვითადვოკატირების პროცესი -  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში. ჩატარებულია პოდიუმ დისკუსია გურიისა და აჭარის რეგიონის  ქალ კანდიდატებთან.