EN

პროექტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სრული და ეფექტური ჩართულობისა და გენდერული თანასწორობისათვის

სტატუსი: დასრულებული
დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

მიზანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელის წარმომადგენლების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული  და  ეფექტური  ჩართულობისა  და  გენდერული  თანასწორობისათვის.

პროექტი მიზნად ისახავს ქსელის წევრების გაძლიერების საკითხებზე მუშაობას შემდეგი მიმართულებებით:

  • პოლიტიკურ გაძლიერება  და ლიდერობის უნარების განმტკიცება რათა ადგილობრივ დონეზე, მოახდინონ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს  კანონის მე-6-ე მუხლის (შშმ ქალები), პოპულარიზაციისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა;
  • დამოკიდებულების  ცვლილებებისკენ მიმართული სოციალური კამპანიების წარმართვისთვის საჭირო ცოდნის განმტკიცება   რათა მოხდეს შშმ ქალთა ეროვნული ქსელის ცნობადობის გაზრდა და მათი პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის როლთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობის ხელშეწყობა.

პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა.