შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სოციალური ცვლილებებისთვის
სტატუსი:
დასრულებული
დონორი:
ქალთა ფონდი საქართველოში
მიზანი
შშმ ქალთა გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საკითხებში თვითადვოკატირებისთვის.
პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.
შედეგი
- სამიზნე რეგიონებში გაზრდილია შშმ ქალებისა და გოგონების ცნობიერება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ და ასევე, თემის აქტივისტების შესაძლებლობები სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების თვითადვოკატირების საკითხებში;
- პირველად საქართველოში დაწყებულია საჯარო დისკუსიები თემაზე - „სექსუალობა და შეზღუდული შესაძლებლობა“;
- ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის უზრუნველყოფა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ასაკის შესაბამის განათლებაზე;
- მომზადებულია მცირემასშტაბიანი კვლევის მიმოხილვის დოკუმენტი - „გენდერი, სექსუალობა და შეზღუდული შესაძლებლობა: ბარიერები და პერსპექტივები“.