EN

პროექტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ადვოკატირებისათვის

სტატუსი: დასრულებული
დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

მიზანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) რეპროდუქციული უფლებების დაცვისა და განხორციელების ხელშეწყობა, თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მისაღწევად.

პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.

შედეგი

  • სამიზნე რეგიონებში  გაზრდილია შშმ ქალებისა და გოგონების ცნობიერება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების  შესახებ და ასევე, თემის აქტივისტების შესაძლებლობები   სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების თვითადვოკატირების საკითხებში;
  • შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი“, რომელიც აქტიურად ოპერირებს თბილისსა და რეგიონალურ დონეზე, თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან;
  • განხორციელებულია ეროვნული სკრინინგ ცენტრების  ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამით აღჭურვის ლობირება.