EN

პროექტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის

სტატუსი: დასრულებული
დონორი: კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის

მიზანი

ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაძლიერება, რათა ტრენინგებისა და ადვოკატირების ინიციატივების მეშვეობით, ეფექტური მონაწილეობა მიიღონ ინკლუზიური დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობის (მგმ 5) მიღწევაში.

პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, იმერეთი და აჭარა.

შედეგი

  • გაზრდილია შშმ ქალების ცნობიერება შშმ ქალების (გოგონების) უფლებების შესახებ ისევე, როგორც მათი შესაძლებლობები დაიცვან საკუთარი უფლებები და წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკაში გენდერის ინტეგრირების კუთხით;
  • გაზრდილია შშმ ქალების ინფორმირებულობა შეზღუდული შესაძლებლობისა და გენდერის ურთიერთკავშირზე  (SDG 5-ის შესაბამისად);
  • თბილისსა და სამიზნე რეგიონის ორ მუნიციპალიტეტთან დაწყებულია მუშაობა სამიზნე რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოსთან შშმ ქალებისა და გოგოების საკითხების ადგილობრივ პროგრამებში ასახვისთვის.