ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში
სტატუსი:
მიმდინარე
დონორი:
ევროკავშირი
მიზანი
ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების ჯგუფების გაძლიერება, მათი უფლებების დაცვისა და ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობას სამი მიმართულებით:
- ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, პროექტი მიზნად ისახავს ქალების აუნაზღაურებელი სამუშაოს შემცირების და ბიზნესში მმართველ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას;
- პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულების ზრდას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე საჯარო სექტორში;
- სოციალური გაძლიერება სტიმულირდება ძირითადი პატრიარქალური სტერეოტიპების ფონზე ქალთა, (ეთნიკური) უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობით.
პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი.