en_შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში
Goal
აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.
პროგრამის მიზანია გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევა და მათ შეცვლა ინდივიდუალურ და საზოგადოების დონეზე ქცევის ცვლილების გზით.
Result
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრი „თანადგომა“,ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „შშმ ქალთა ეროვნულ ქსელი“ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „აგატე“ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“, პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.