en_სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისთვის
Status:
Completed
Donor:
ევროკავშირი
Budget:
1 052 632
Goal
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შექმნან გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სამოქალაქო სივრცე და დაძლიონ ქალების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების მიმართ ოჯახური/გენდერული ნიშნით ძალადობა.
ეს ჯგუფები მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს, აზერბაიჯანელ ქალებს, ლგბტ ქალებსა და უკრაინიდან დევნილ ქალებს.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და ხუთ რეგიონში: კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.
Result
- ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ გაზრდილი უნარები გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალების, განსაკუთრებით ყველაზე მეტად მოწყვლადი ქალთა ჯგუფების, უკრაინიდან დევნილი ქალების ჩათვლით, პოლიტიკური მონაწილეობის, ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის.
- გენდერული თანასწორობა ინტეგრირებულია განათლების სისტემის ადრეულ საფეხურებზე და პროფესიული საგანმანათლებლო კურიკულუმის კურსებში.
- ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფებიდან ხელი მიუწვდებათ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე.