1.1. დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი (სახელწოდება ინგლისურ ენაზე Independent Living Center for Disabled Women (ILCDW) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი (შემდგომში ცენტრი) დაფუძნდა განუსაღვრელი ვადით და წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. ცენტრი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.4. ცენტრის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი ცოტნე დადიანის ქ. N 105
1.5. ცენტრი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ცენტრის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ცენტრის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ცენტრი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
1.6. ცენტრის ელექტრონული ფოსტის მისამართია ilc.wwd.g@gmail.com