EN

სიახლეები

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა ინოვაციური ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სისტემა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა ინოვაციური ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სისტემა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში საქართველოში პირველად ამოქმედდა ინოვაციური ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სისტემა - MROpen EVO.

ახალი თაობის Open MRI პაციენტებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. ღია კონსტრუქცია ამცირებს დახურული სივრცის შეგრძნებას, ხოლო ფუნქციური პოზიციონირება განსაკუთრებით ზუსტ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს სახსრებისა და ხერხემლის კვლევისას.

ღია კონსტრუქციის მქონე MRI სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს კვლევის ჩატარების პროცესს ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. ასევე -  ჭარბწონიანი, კლაუსტროფობიისა და შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტებისთვის. 

აღნიშნული ტექნოლოგია იძლევა უფრო კომპლექსური კვლევის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის და ექიმ-სპეციალისტებს პაციენტის მდგომარეობის უკეთ შეფასებაში ეხმარება.