შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გაძლიერება შრომითი და ეკონომიკური უფლებების ადვოკატირების კუთხით
სტატუსი:
დასრულებული
დონორი:
ქალთა ფონდი საქართველოში
მიზანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების შესაძლებლობების გაზრდა
ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე თვითადვოკატირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებების ინტეგრაციის ადვოკატირება შესაბამის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში.
პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი:
- თბილისი
- კახეთი
- იმერეთი
- გურია
- რაჭა
შედეგი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნულ ქსელში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლების გაზრდილი შესაძლებლობები ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებში.
- დაწყებულია თანამშრომლობა სამიზნე რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების (მათ შორის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საბჭოდან) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების გენდერული ბიუჯეტირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების სპეციფიკურ საჭიროებებზე რეაგირებისათვის.
- სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი ინფორმირებულობის ხარისხი საკითხებზე, რომელიც უპირისპირდება გენდერულ სტერეოტიპებს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების პერსპექტივიდან).