ქალთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის
სტატუსი:
დასრულებული
დონორი:
ქალთა ფონდი საქართველოში
მიზანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური სტატუსის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ქალთა ქსელის გაძლიერების გზით.
პროექტის გეოგრაფიული დაფარვის არეალი: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.
შედეგი
- შშმ ქალთა თემი გაძლიერებულია კვალიფიციური ადამიანური რესურსით, რომელიც მზადაა გასწიოს ისეთი საკითხების ადვოკატირება, როგორიცაა: განათლებასა და დასაქმებაზე მისაწვდომობა, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა, გენდერულ ნიადაგზე ძალადობის ფაქტების პრევენცია და მათზე რეაგირება;
- შემუშავებულია შშმ ქალთა ქსელის სტრატეგიის დოკუმენტი (2021-2025 წწ).