რა არის პერსონალური ასისტენტის პროგრამა?
პერსონალური ასისტენტის მომსახურება არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვასა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში.
პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს იმ მოქმედებებში მხარდაჭერას, რომელთა შესრულებაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო რთულია. მომსახურების მიზანია, ადამიანმა შეძლოს საკუთარი არჩევანის შესაბამისად ცხოვრება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და საჭირო მხარდაჭერის მიღება.
რაში დაგეხმარებათ პერსონალური ასისტენტი?
- პირადი ჰიგიენა და თვითმოვლა;
- კვება და საოჯახო საქმიანობა;
- გადაადგილება და თანხლება;
- განათლებისა და დასაქმების პროცესში მხარდაჭერა;
- სამედიცინო და სხვა სერვისებით სარგებლობა;
- საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა.
მომსახურების ფორმები
- რეგულარული ასისტირება
მომსახურება გაიცემა თვეში არაუმეტეს 60 საათისა.
- სპეციალიზებული ასისტირება
მომსახურება გაიცემა თვეში არაუმეტეს 120 საათისა.