EN

მისია

(ა)შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა/ადვოკატირება და ლობირება საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში; (ბ) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო (ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების) და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურების ხელშეწყობა; (გ)საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში და ცნობიერების ამაღლება შშმ ქალთა კონტექსტში; (დ) შშმ პირთა/ქალთა უფლებების/თავისუფლების დაცვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარების, საზოგადოებაში მათი ინკლუზიის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა; (ე)შშმ პირების/ ქალებისა და გოგონების საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით პროცესებში ჩართვა; (ვ)სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშეწყობა, შშმ პირების/ ქალებისა და გოგონების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში და სხვა.

ცენტრის ხედვა შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების) გაძლიერება სრული და ეფექტური ჩართულობისა და თანასწორობისთვის. ცენტრის მისია შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების) უფლებებისა და შესაძლებლობის გათანაბრება საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრების უფლებებსა და შესაძლებლობასთან.

2.1. ორგანიზაციის მისიისა და საწესდებო მიზნების მისაღწევად ცენტრი:

2.1.1. ახორციელებს კვლევით საქმიანობებს:

(1) სოციოლოგიურ სტატისტიკური ანალიზი შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების) საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სისტემატიზირების მიზნით;

(2) სოციალური, საგანმანათლებლო და შრომითი ბაზრის კვლევები).

(3) ანალიტიკური დოკუმენტების, სოციალური პროგრამების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და რეკომენდაციების მომზადება;

(4) ფიზიკური გარემოს, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების მისაწვდომობის მონიტორინგი, ექსპერტიზა და შეფასება.

2.1.2. ეწევა შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების) უფლებების, ეროვნულ მუნიციპალურ და უწყებრივ დონეებზე კონსულტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს სფეროში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას;

2.1.3.ეწევა შშმ პირთა თემში გენდერული თანასწორობის საკითხების და ქალთა საკითხებში შშმ ქალთა საკითხების ასახვის პოპულარიზაციას/ადვოკატირებას და ხელს უწყობს შშმ ქალებისა და გოგონების ჩართულობას: სამშვიდობო პოლიტიკის მშენებლობის პროცესებში, კლიმატის და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების საკითხებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში და საკთხებში , რომელიც მიმართულია ზოგადად ქალთა უფლებების დაცვისკენ.

2.1.4.ზრუნავს შშმ პირთა/ქალთა საკითხებზე არსებული თანამედროვე ლიტერატურით, აუდიო და ვიდეო მასალებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის შექმნასა და განვითარებაზე. ეწევა საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;

2.1.5. ეწევა ისეთი სერვისების/საქმიანობის, მათ შორის ინდივიდუალური და სისტემური ადვოკატირების, ურთიერთდახმარების, ინფორმაციისა და მხარდაჭერილი რეფერალის, ასევე სხვა სერვისების/საქმიანობის დანერგვას და შშმ პირებისთვის (მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონებისთვის) მიწოდებას, რომელიც გააუმჯობესებს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს და გაზრდის საზოგადოებაში მათ ინკლუზიას.

2.2. ცენტრი თავისი მიზნების მისაღწევად, შშმ პირთა საკითხებზე მიმართული საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მიმართულებების გასაძლიერებლად, აფუძნებს შიდა სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სასწავლო ცენტრს) - „თანასწორობის აკადემია“, რომლის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

2.2.1. საგანმანათლებლო მასალებისა და ინკლუზიური მეთოდოლოგიების შემუშავება, რომლებიც ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მიმართულია შშმ პირების (პრიორიტეტულად შშმ ქალებისა და გოგონების) მიერ საკუთარი უფლებების გაცნობიერების და უფლებათა გამოყენების უნარჩვევების ამაღლებისაკენ ასევე ხელს უწყობს სოციალური სტიგმის აღმოფხვრას;

2.2.2. პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარების მიზნით, პერსონალური ასისტენტების მომზადება-გადამზადების სპეციალიზებული სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და კურსების წარმართვას;

2.2.3.ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისის განვითარების მიზნით ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სპეციალიზებული ტრენინგ მოდულის შემუშავებას და სპეციალისტების გადამზადებას ბიოფსიქოსოციალური მიდგომებისა და ტრავმაზე ინფორმირებული ზრუნვის მიმართულებით;

2.2.4. შშმ პირთა (მათ შორის, როგორც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის შშმ ქალებისა და გოგონების) ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ტრენინგ მოდულების შემუშავებას და შშმ პირთა თემის (მათ შორის ოჯახის წევრების) არაფორმალური განათლების მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

(1). დასაქმებისთვის საჭირო ძირითად უნარებში გაძლიერება, რომელიც მიზნად ისახავს ბენეფიციართა მომზადებას ბიუროკრატიული თუ სოციალური ბარიერების დასაძლევად და ღია შრომის ბაზარზე შესასვლელად.

(2). ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური დასაქმება.

(3). სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის საფუძვლები;

2.2.5. ცენტრი შესაძლოა ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

2.2.6.უფლება აქვს განახორციელოს სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.