EN

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: იღებს თუ არა ასისტენტი გადაწყვეტილებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნაცვლად?

პასუხი: არა, ასისტენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნაცვლად.

  • ყველა გადაწყვეტილებას იღებს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი(ბენეფიციარი): რას აკეთებს, როდის, სად და ვისთან ერთად.
  • ასისტენტი ასრულებს ბენეფიციარის მითითებებს და ეხმარება იმ ქმედებების განხორციელებაში, რისი გაკეთებაც მას დამოუკიდებლად უჭირს.
  • ასისტენტს შეუძლია გააჩნდეს მოსაზრება ან მისცეს რჩევა, თუ ბენეფიციარი ამას ითხოვს, მაგრამ საბოლოო არჩევანს ყოველთვის ბენეფიციარი აკეთებს.

კითხვა: ვინ აფინანსებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებას?

პასუხი: პერსონალური ასისტენტის მომსახურება ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

კითხვა: შეიძლება თუ არა რომ ოჯახის წევრი იყოს პერსონალური ასისტენტი?

პასუხი: არა, ოჯახის წევრი ვერ იქნება პერსონალური ასისტენტი.

პერსონალური ასისტენტის სერვისი ემსახურება დამოუკიდებელ ცხოვრებას. ოჯახის წევრთან ურთიერთობა კი ხშირად ემყარება მზრუნველობას და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას, რაც ბენეფიციარის დამოუკიდებლობას ზღუდავს.