ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განმარტება
ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არის ფსიქოლოგიური და ფსიქო-სოციალური სერვისების კომპლექსი, რომელიც:
- უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას ყველა ტიპისა და სირთულის შეზღუდვის მქონე პირისთვის
- ეფუძნება პირის ფუნქციურ, კომუნიკაციურ, სენსორულ, კოგნიტიურ და სოციალურ თავისებურებებს
- არ შემოიფარგლება მხოლოდ სიმპტომების შემცირებით; აქცენტს აკეთებს მონაწილეობაზე, ავტონომიაზე, თვითგამორკვევასა და ცხოვრების ხარისხზე
- ეყრდნობა განათლების, მხარდაჭერის, გაძლიერების, ოჯახის/მოვლის სისტემების ჩართვისა და თემზე ორიენტირებულ მიდგომებს
- მუშაობს კოორდინაციაში სხვა სექტორებთან (ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, განათლება, დასაქმება, იურიდიული დახმარება)
როგორია ინკლუზიური ფსიქოლოგიური სესიის კონცეფცია
- ინკლუზიური სესია:
- მაქსიმალურად აძლევს ბენეფიციარს მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებას
- ითვალისწინებს პირის ფუნქციურ, კოგნიტიურ, სენსორულ, კულტურულ და კომუნიკაციურ თავისებურებებს
- იყენებს გონივრულ მისადაგებას ტემპის, ხანგრძლივობის, გარემოსა და კომუნიკაციის მხრივ
- ემორჩილება WHO QualityRights-ის პრინციპებს – არჩევანი, მონაწილეობა, არაძალადობრივი მიდგომა
- საჭიროებისას მოიცავს ოჯახის/მხარდამჭერის ან peer მუშაკის ჩართვას
როგორ მინიმალურ კომპეტენციებს უნდა ფლობდნენ ფსიქოლოგიური/ფსიქო-სოციალური სერვისის მომწოდებელი სპეციალისტები
უნდა ფლობდნენ:
- კლინიკურ საბაზისო ცოდნას - ძირითადი ფსიქიკური სირთულეები, სტრესული რეაქციები, რისკისა და დაცვის ფაქტორები, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი.
- შეზღუდვისა და ინკლუზიის ცოდნა - შეზღუდვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სოციალური მოდელი; ფიზიკური, სენსორული, ინტელექტუალური, ფსიქოსოციალური შეზღუდვების თავისებურებები; გონივრული მისადაგების პრაქტიკა.
- უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა - CRPD, შშმ პირთა კანონი, იძულებითი პრაქტიკების ალტერნატივები, მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება.
- კომუნიკაციის ადაპტაცია - გამარტივებული ენის, ვიზუალური მასალების, AAC-ის გამოყენება; თანამშრომლობა ჟესტური ენის თარჯიმანთან.
- ტრავმის შესახებ ინფორმირებული ზრუნვა - ტრავმის ძირითადი პრინციპები, ტრიგერების ამოცნობა, სტაბილიზაციის ტექნიკები.
- ეთიკა - კონფიდენციალობა, საზღვრები, კომპეტენციის ზღვარი, ინტერესთა კონფლიქტის მართვა.
- რეფერირება და კოორდინაცია - როდის და როგორ ხდება გადამისამართება ჯანდაცვაში, სოციალურ, საგანმანათლებლო და იურიდიულ სერვისებში; გუნდური მუშაობა.
- ინდივიდუალური გეგმების შედგენა, პროგრესის მონიტორინგი, დოკუმენტაცია.
რატომ არის ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად აწყდებიან:
- ინფორმაციის ნაკლებობას;
- სტიგმას;
- ემოციურ იზოლაციას;
- სერვისებზე წვდომის ბარიერებს;
ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კრიზისის დროს, ის ხელს უწყობს:
- ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებას;
- შფოთვისა და სტრესის შემცირებას;
- თვითრწმენისა და დამოუკიდებლობის ზრდას;