EN

ინფორმაცია სერვისის მაძიებლებისთვის

 

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა?

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:

  • 18 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რეგისტრირების ადგილის მიხედვით. 

რა უნდა იცოდეთ?

  • პროგრამით ვერ ისარგებლებთ, თუ უკვე სარგებლობთ თბილისის მერიის ან ჯანდაცვის შინმოვლის პროგრამით, ან პერსონალური ასისტენტის მომსახურებას იღებთ სხვა მუნიციპალიტეტში. 
  • პერსონალური ასისტენტი არ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი. 
  • ასისტენტის შერჩევა შეგიძლიათ თავად ან მის შერჩევაში დაგეხმარებათ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია. 

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ სერვისით მოსარგებლე რომ გახდეთ ?

  • განცხადება;
  • ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • საჭიროების შემთხვევაში — კანონიერი წარმომადგენლის დოკუმენტები; 

როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა?

  1.  მიმართეთ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას.
  2.  გაიარეთ საჭიროებების შეფასება უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებაში.
  3.  დოკუმენტაცია გადაიგზავნება თბილისის მერიაში.
  4.  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას პროგრამაში ჩართვის შესახებ.

მოითხოვე პერსონალური ასისტენტი / შეავსე განაცხადი