ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება - მხარდაჭერა შენი დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის
ჩვენ გთავაზობთ უფასო, პროფესიონალურ და შენს საჭიროებებზე მორგებულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ჩვენთან შეხვედრები არ ნიშნავს „მკურნალობას“ ან ვინმეს ჩარჩოებში ჩასმას. ეს არის უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლია ისაუბრო შენს ემოციებზე, გამოწვევებზე, მიზნებსა და სურვილებზე.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს სერვისი?
სერვისი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
რას ეფუძნება ჩვენი მომსახურება?
- სრული კონფიდენციალურობა: ყველაფერი, რასაც შეხვედრაზე იტყვი, რჩება შენსა და ფსიქოლოგს შორის.
- შენი არჩევანის პატივისცემა: შენ თვითონ განსაზღვრავ, რა თემებზე გსურს საუბარი და რა არის შენთვის პრიორიტეტული.
- მისაწვდომი ფორმატი: მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პირისპირ (ადაპტირებულ სივრცეში), ისე დისტანციურად (ონლაინ).
როგორ ჩაერთო სერვისში? (3 მარტივი ნაბიჯი)
- დაგვიკავშირდი: შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ან მოგვწერე/დაგვირეკე.
- გაცნობითი შეხვედრა: ფსიქოლოგი დაგიკავშირდება და მოკლედ შეათანხმებთ, თუ რა ფორმატით და გრაფიკით გირჩევნია შეხვედრები.
- მხარდაჭერის პროცესი: დაიწყებ ინდივიდუალურ შეხვედრებს შენზე მორგებული გეგმით.
მომსახურება სრულიად უფასოა!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 511 303 097
ელ-ფოსტა: wwd.georgia@gmail.com
მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის N105