კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და რეალურ გამოცდილებას.
რას მოიცავს კურსი:
- პერსონალური ასისტირების ძირითადი პრინციპები
- ეთიკა და კონფიდენციალურობა
- კომუნიკაცია და მხარდაჭერის ფორმები
- უსაფრთხოება და პრაქტიკული უნარები
- ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა
კურსის ფორმატი:
- თეორიული შეხვედრები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
- ჯგუფური მუშაობა
- რეალური ქეისების განხილვა
ჩვენი სასწავლო კურსი ეფუძნება პერსონალური ასისტირების სფეროში არსებულ წამყვან ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. პროგრამის მიზანია შექმნას მომზადების ისეთი მაღალი სტანდარტი, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ასისტენტის პროფესიულ განვითარებას, ისე ბენეფიციარის უსაფრთხოებას, თანასწორობასა და სრულფასოვან სოციალურ ინკლუზიას.