EN

ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების გუნდი

შშმ ქალთა ეროვნული ქსელი 2026 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ერთად გავაძლიეროთ ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი“. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ ინკლუზიურ ფსიქოლოგიურ მომსახურებას, რომელსაც ახორციელებს სპეციალურად მომზადებული პროფესიონალი ფსიქოლოგების გუნდი. ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა გაიარა სიღრმისეული ტრენინგი ინკლუზიური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიმართულებით და უშუალოდ მონაწილეობს საქართველოში ამ საპილოტე პროგრამის დანერგვასა და განვითარებაში.

ჩვენი ღირებულებები:

  • უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო - ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ თითოეულმა ბენეფიციარმა თავი იგრძნოს დაცულად.
  • ინდივიდუალური მიდგომა - მომსახურება მორგებულია თითოეული ადამიანის სპეციფიკურ საჭიროებებზე.
  • პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა - თქვენი პერსონალური ინფორმაცია და სესიების შინაარსი სრულად დაცულია.
  • თანასწორობა და ინკლუზია - ჩვენ უზრუნველვყოფთ თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ღირსეულ მხარდაჭერას ყველასთვის.

 

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები: